სტიქიამ ლაგოდეხის რაიონის 10-მდე სოფელი დააზარალა. მძიმეა ვითარება საქობოში, ჩადუნიანში, ჰერეთისკარსა და თელაში, სადაც სეტყვამ საზამთროს ბაღები და ნათესები დააზიანა.
განადგურებულია ვენახები და ბოსტნეული კულტურა. რამდენიმე ოჯახში კი წვიმის შედეგად სარდაფები დაიტბორა.
დაზარალებულების თქმით, არ ამოქმედდა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რის გამოც, ზარალი გაიზარდა.
მოსახლეობა ხელისუფლებას კომპენსაციის გადახდას და საბანკო კრედიტების გადავადებას სთხოვს.
სპეციალური კომისია სტიქიის ზონას დღეს დილიდან დაათვალიერებს.
კომენტარები
