20 მაისს მოსულმა უხვმა ნალექმა რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც სავარგულების და სახნავ–სათესი მიწების ნაწილი დაიტბორა,- ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა ამბროლაურის აეროპორტის დამცავი კედლის ნაწილი და გამოიწვია მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა.
სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ამბროლაურის აეროპორტის წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებოდა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
კომენტარები
