ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იერუსალიმში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, იოჰან ვადეფულს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის კანცელარია შეხვედრის შესახებ დამატებით დეტალებს არ ავრცელებს.
ვადეფული მანამდე თავის ისრაელელ კოლეგას, გიდეონ საარსაც შეხვდა.
გერმანიის საგარეო მინისტრმა განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება უნდა მოხდეს ორი სახელმწიფოს შესახებ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.
როგორც „როიტერი“ წერს, გერმანია, აშშ-თან ერთად, რჩება ისრაელის ერთ-ერთ უდიდეს მოკავშირედ და იარაღის მიმწოდებელად.
კომენტარები