ჩემთვის დიდი პატივია და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობა ვიყო თბილისის საკრებულოში ვაკის (ცენტრალური ვაკე, ბაგები, წყნეთი) მაჟორიტარობის კანდიდატი, – წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე ასათიანი.
იგი მადლობას უხდის „ქართული ოცნების“ ლიდერებსა და გუნდს ნდობისა და მხარდაჭერისთვის
„მჯერა, რომ თქვენი მხარდაჭერით შევძლებ ღირსეულად ვემსახურო ჩვენს ქალაქსა და უბანს. ვაკის თითოეული ქუჩა ჩემთვის ბავშვობიდანაა ნაცნობი, აქ მცხოვრები ადამიანები – ახლობელი და ძვირფასი.
მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ ლიდერებსა და გუნდს ნდობისა და მხარდაჭერისთვის, ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ბოლო მოწვევის საკრებულოს ვაკის მაჟორიტარ გიორგი ტყემალაძეს წლების განმავლობაში ჩვენს უბანზე ზრუნვისთვის.
ვგეგმავ, ვაკის მაცხოვრებლებთან ერთად განვიხილო საჭიროებები და პრიორიტეტები, რომლებიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება. დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერით და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ მრავალი მნიშვნელოვანი გამოწვევის დაძლევას და ჩვენი ქალაქისა და უბნისთვის მეტი სიკეთის მოტანას.
მადლობა ჩემს თითოეულ გულშემატკივარს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.
მშვიდობა საქართველოს! მეტი სიკეთე თბილისს!“, – წერს სოციალურ ქსელში ალექსანდრე ასათიანი.