საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.
მთავრობის მეთაური უკრაინელ ხალხს მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას და ნათელ მომავალს უსურვებს.
„საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას და ნათელ მომავალს და ვუდასტურებთ ჩვენს სოლიდარობას და მეგობრობას უკრაინელ ერს”, – აღნიშნავს პრემიერი.
On behalf of the Government and the people of Georgia, I extend heartfelt congratulations to the people of Ukraine on the occasion of Independence Day. We wish peace, stability, prosperity, and a bright future, and reaffirm our solidarity and friendship with the Ukrainian nation.…
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) August 24, 2025