საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის მერვედფინალში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები 80:70 დაამარცხა და ისტორიულ შედეგს მიაღწია, კონტინენტის პირველობის მეოთხედფინალში გავიდა.
წინა დღით საქართველოს პოტენციური მეტოქეების მატჩი გაიმართა – ფინეთმა დიდი სიურპრიზი შემოგვთავაზა და ნიკოლა იოკიჩის სერბეთი დაამარცხა. პრესკონფერენციაზე ფრანგმა ჟურნალისტმა ფინელთა მწვრთნელს ჰკითხა – რთული ბადე გაქვთ, დღეს სერბეთი შემდეგ საფრანგეთი, მას გერმანია მოჰყვებაო…
მწვრთნელმა მოკლედ უპასუხა, რომ გუნდი კარგადაა მომზადებული ევრობასკეტისთვის.
შემდეგი შეკითხვა ჩვენ დავუსვით – დარწმუნებული ბრძანდებით, რომ შემდეგი მეტოქე საფრანგეთი იქნება?
„დარწმუნებული არ ვარ. ფინეთმაც დაამტკიცა, რომ დიდი სახელის გუნდებთან კარგ ნაკრებებს გამარჯვება შეუძლიათ. საქართველო კარგი გუნდია და ვნახოთ, რას შესთავაზებს საფრანგეთს“.