დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”მელიქიშვილის ქუჩაზე მომხდარი ამბავი არც უცნაურია და არც მოულოდნელი. ვინც ძალადობას ავრცელებს, ვინც საზოგადოებას ქუჩის არეულობას სთავაზობს – აუცილებლად მიიღებს შედეგს. წარმოიდგინეთ, რომ საკუთარ სახლში ხართ, მეგობრებთან ერთად – უცნობი ბრბო შემოდის, სახლს გიზიანებს, გაგინებს, ფიზიკურ შეურაცხყოფას გაყენებს და ა.შ. რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს ადამიანს? რა თქმა უნდა, ლოგიკური და შესაბამისი პასუხი.
ესაა პირდაპირი მაგალითი იმისა, რომ დესტრუქციული ქმედებები, პოლიტიკური მანიპულაციები ან ძალადობრივი რიტორიკა არასოდეს რჩება უშედეგოდ. ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა, კოლექტიურმა აკაცუკებმა მელიქიშვილის გამზირზე პროვოკაცია მოაწყო (ეს არ ყოფილა სპონტანური პროცესი) შემდეგ კი ჩაგრულის მანტია და კრავის ტყავი მოირგეს.
ოპოზიციას და მასთან დაკავშირებულ ძალებს საქართველოში რევოლუცია სჭირდება, რადგან ისინი ხელისუფლებაში მოსვლას ხალხის მხარდაჭერით ვერ ახერხებენ, სწორედ ამიტომ აწყობენ ბინძურ პროვოკაციების, მაგრამ ავიწყდებათ, რომ მ ქარის დამთესავი ქარიშხალს მოიმკის.”
“მშვიდობიანი აქციის” მონაწილეები
Posted by დავით ჩიხელიძე on Monday, September 8, 2025