ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ სამხედროებს რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, ყველაზე ეფექტიანი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ სანავთობო ობიექტების განადგურებაა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სამხედროებს, რომლებიც რუსეთს მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ. ყველაზე ეფექტიანი სანქცია, რომელიც ყველაზე სწრაფად მუშაობს, რუსული ნავთობბაზების, ტერმინალებისა და ქარხნების განადგურებაა. ასეთი დარტყმები აზიანებს რუსულ სანავთობო სექტორს და მნიშვნელოვნად ამცირებს ომის პოტენციალს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მანამდე უკრაინულმა დრონებმა იერიში ლენინგრადის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანეს, რის შედეგადაც კომპლექს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა.
კომენტარები