აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის აცხადებს, რომ კატარი აშშ-ის შესანიშნავი მოკავშირეა და ბენიამინ ნეთანიაჰუს დოჰაზე თავდასხმის შემდეგ სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
დოჰაში დარტყმის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ „ფრთხილად უნდა იყოს ისრაელის საჰაერო დარტყმის შემდეგ“.
„ჩემი გზავნილი ასეთია – ისინი ძალიან, ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. „ჰამასთან“ დაკავშირებით რაღაც უნდა მოიმოქმედონ, მაგრამ კატარი აშშ-ის დიდი მოკავშირეა, ბევრმა ადამიანმა ეს არ იცის. ემირს, რომელიც, ვფიქრობ, მართლაც შესანიშნავი ადამიანია, ვუთხარი: „თქვენ გჭირდებათ უკეთესი ურთიერთობა საზოგადოებასთან, რადგან, რეალურად, საზოგადოებასთან ურთიერთობა კარგად არ გესმით“. ანუ ადამიანები ცუდად საუბრობენ მათზე და ეს ასე არ უნდა იყოს. კატარი ძალიან კარგი მოკავშირეა. ასე რომ, ისრაელი და ყველა სხვა, ჩვენ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა ადამიანებს თავს ვესხმით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.