ყაზბეგში უკრაინელი ჟურნალისტი, 32 წლის პაველ სივოკონი დაიღუპა. უცხოელი ტურისტი მყინვარწვერზე 25-მეტრიან ნაპრალში ჩავარდა, რის შედეგადაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.
„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ დაღუპული უცხოელი ტურისტია. როგორც მთამსვლელები ამბობენ, ის მყინვარწვერზე სავარაუდოდ, 25-მეტრიან ნაპრალში ჩავარდა და მიიღო სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
კომენტარები