ჯო უილსონი სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
როგორც კონგრესმენმა „იქსში“ დაწერა, მისთვის დიდი პატივია ასაად ალ-შაიბანთან შეხვედრა. უილსონი აღნიშნავს, რომ ეს პირველი სირიული დელეგაციაა, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში კონგრესს ეწვია.
კონგრესმენი ისტორიულ შესაძლებლობაზე წერს და ამბობს, რომ ახლა კონგრესმა უნდა იმოქმედოს და სრულად გააუქმოს ცეზარის აქტი.
ცნობისთვის, უილსონმა მანამდე შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან გამართა.
კომენტარები