თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ბიძა და დისშვილი ემსხვერპლა.
ავარიის შედეგად 52 წლის ილია იდიძე და 28 წლის ლევან ბახტარიშვილი გარდაიცვალნენ.
ორივე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანიდან იყო და სოფელ ფარსმაში ცხოვრობდა, სადაც კაფეს ამუშავებდნენ.
შემთხვევა თუშეთის პირიქითა ხეობაში დღეს მოხდა. სოფელ დართლოდან დაბრუნებისას მაღალი გამავლობის ჯიპი რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
გარდაცვლილებს მაშველებმა და ადგილობრივებმა სხვადასხვა ადგილას მიაკვლიეს.
ადგილობრივების თქმით, ამავე გზის მონაკვეთზე ავარია სამი წლის წინაც მოხდა და მაშინაც ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარები