აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის დაკითხვა დასრულდა.
ამის შესახებ ინფორმაციას, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხაჯიდა ისმაილოვა ავრცელებს.
ირკვევა, რომ ჟურნალისტს დამატებით კიდევ ერთი ბრალი წაუყენეს, რაც სამართალდამცავი ორგანოებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
აზერბაიჯანის პროკურატურამ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ბრალი სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით წაუყენა.
შეგახსენებთ, რომ აფგან მუხთარლი საქართველოში გაუჩინარდა და ბაქოში სამართალამცავებმა საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის გადატანის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით აქვს დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. შსს-მ დღეს ასევე განაცხადა, რომ კომუნიკაცია აქვს აზერბაიჯანის პროკურატურასთან.