საქართველოში ისტორიაში პირველად ფიგურული ციგურაობის „ჩელენჯერის“ სერიის საერთაშორისო ტურნირი „თრიალეთის თასი” იმართება. შეჯიბრების დასკვნით დღეს საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ ოქროს მედალი მოიპოვა.
მან მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 65,67 ქულა დაიმსახურა, თავისუფალ პროგრამაში – 137,93; ორი პროგრამის ჯამში კი – 203,69 ქულა.
ტურნირზე ქართველი სპორტსმენების ანგარიშზე უკვე სამი მედალია. ასპარეზობის ჩემპიონი ნიკა ეგაძე გახდა, ხოლო სპორტულ ცეკვებში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა გაიმარჯვა.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მიერ ორგანიზებული „თრიალეთის თასი” სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
კომენტარები