მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველოში მოქმედებს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ, რომელიც არაერთხელ გახდა ევრობიუროკრატების კრიტიკის მიზეზი. უმრავლესობის შეფასებით, საქართველო არ აპირებს ამ კანონის უკან გაწვევას.
“ქართულ ოცნებაში” დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ საქართველო 2030 წლისთვის იქნება ყველაზე მომზადებული ქვეყანა ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ეს [ლგბტ] იდოლოგია ადრე თუ გვიან მარცხისთვის არის განწირული.
“ჩვენ 2014 წელს მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება ევროკავშირში ამ ლგბტ მიმართულებით, მე ვფიქრობ ეს არის ნორმალური საზოგადოების დეგრადაციისკენ მიმართული გზა, ეს იდეოლოგია ადრე თუ გვიან არის მარცხისთვის განწირული”, – აცხადებს ქადაგიშვილი.