საქართველოში ისტორიაში პირველად ფიგურული ციგურაობის „ჩელენჯერის“ სერიის საერთაშორისო ტურნირი „თრიალეთის თასი” გაიმართა. გამარჯვება მოიპოვა ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა.
მოკლე პროგრამაში მათ 77,13 ქულა მიიღეს, თავისუფალ პროგრამაში – 148,07; ორი პროგრამის ჯამში კი 225,20 ქულა.
ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ოთხივე კატეგორიაში ოქროს მედლები მოიპოვა: ასპარეზობის ჩემპიონი ნიკა ეგაძე გახდა, სპორტულ ცეკვებში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა გაიმარჯვა, ქალებს შორის კი პირველი ადგილი ანასტასია გუბანოვამ დაიკავა.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მიერ ორგანიზებული „თრიალეთის თასი” სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
კომენტარები