სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ წნორში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. საცხოვრებელში 55 წლის ქალი ცხოვრობდა, რომელიც არ დაშავებულა.
ერთ-ერთი ვერსიით ხანძრის გაჩენის მიზეზად დაუდევრობა სახელდება. რაიონის გამგეობა დაზარალებულის ბინით უზრუნველყოფაზე იზრუნებს.
შემთხვევის ადგილზე ხანძარი ლოკალიზებულია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები