ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ ბერშუეთის მკვიდრი გაიტაცეს. 35 წლის მიხეილ ბიძინაშვილი სოფლის მახლობლად მდებარე საძოვარზე პირუტყვს მწყემსავდა, როცა შეიარაღებულმა რუსმა სამხედროებმა დააკავეს.
ის უკვე ცხინვალში წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი ე.წ.საზღვრის უკანონო დარღვევის ბრალდებით.
კომენტარები
