ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „უკრაინა ამ ზამთარს მარტო არ შეხვდება“.
„ევროკავშირი თქვენ გვერდით დგას – იგი უზრუნველყოფს საგანგებო ენერგეტიკულ მხარდაჭერას, რათა დაეხმაროს უკრაინას მომდევნო თვეების გადალახვაში“, – აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.
„ამავე დროს, ჩვენ ვმუშაობთ ვარიანტებზე, რათა უზრუნველვყოთ უკრაინისათვის აუცილებელი და მუდმივი ფინანსური დახმარება. ხვალ ჩვენ მივიღებთ გაფართოების პაკეტს, რომელიც ხაზს გაუსვამს უკრაინის გამორჩეულ ერთგულებას თავისი ევროპული გზის მიმართ გასული წლის განმავლობაში. კომისიის მესიჯები ნათელია: უკრაინა მზად არის წინსვლისთვის“, – დასძინა მან.
		კომენტარები
		
			    				    	
					