ლატვიის პრეზიდენტმა პარლამენტს „სტამბოლის კონვენციიდან“ გასვლის შესახებ კანონის კიდევ ერთხელ განხილვის თხოვნით მიმართა. ედგარს რინკევიჩმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამოც, რომ პარლამენტმა არ გაითვალისწინა მინისტრთა კაბინეტის აზრი, რომელიც მიიჩნევს, რომ კონვენციის დაცვა აუცილებელია.
„კონვენციის ასე გაუქმებით ჩვენ ვქმნით ძალიან სერიოზულ სამართლებრივ ხარვეზს“, – განაცხადა რინკევიჩმა.
სტამბოლის კონვენცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციასა და მასთან ბრძოლას ითვალისწინებს. ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც შეთანხმებიდან გასვლას ითვალისწინებს, ლატვიის სეიმმა 31 ოქტომბერს დაამტკიცა. კონსტიტუციის თანახმად, თუ პარლამენტი კანონს არ შეცვლის, პრეზიდენტ რინკევიჩს მასში შენიშვნების მეორედ შეტანის უფლება აღარ ექნება.
		კომენტარები
		
			    				    	
					