იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა. დიპლომატი რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადების გამო გამოიძახეს, რომელმაც რომში ისტორიული კოშკის ნგრევასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და მომხდარი იტალიის მიერ უკრაინის მხარდაჭერას დაუკავშირა.
„ვიდრე იტალიის მთავრობა თავისი გადასახადის გადამხდელების ფულს უაზროდ ხარჯავს, ქვეყანა ჩამოიშლება: ეკონომიკიდან დაწყებული, კოშკებით დამთავრებული“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
რომის ისტორიულ ცენტრში, იმპერიული ფორუმების მახლობლად, შუა საუკუნეების კოშკის, „ტორე დეი კონტის“ ნაწილი სარესტავრაციო სამუშაოებისას ნაწილობრივ ჩამოინგრა.
		კომენტარები
		
			    				    	
					