გიორგი მარგველაშვილი თეირანის ტერაქტებს გმობს. საქართველოს პრეზიდენტი ირანის მთავრობას, ირანელ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს და თანადგომას უცხადებს.
“შეძრწუნებული ვარ თეირანში, ირანის პარლამენტსა და აიათოლა ხომეინის მავზოლეუმში განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო, რომლებსაც მსხვერპლი მოჰყვა. საქართველო მტკიცედ გმობს ტერორიზმს და აგრძელებს ბრძოლას თანამედროვეობის ამ ერთ-ერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ”, – წერს გიორგი მარგველაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
კომენტარები