პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრას კახეთში ნგრევა არ გამოუწვევია.
კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ამ მომენტისთვის, რეგიონის მასშტაბით ე.წ შემოვლა ტარდება და მოგვიანებით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ინფორმაციას გუბერნატორის აპარატს მიაწვდიან.
”პირველადი ინფორმაციით, რაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან და ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებისგან მივიღეთ, არის ის, რომ მიწისძვრას ნგრევა, მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დროისთვის სერიოზული განცხადება არ ფიქსირდება. ახლა სოფლის ყველა რწმუნებული და საგანგებო სამსახურები იმყოფებიან ე.წ ჩამოვლაზე და თუ რაიმე სერიოზული ნგრევა ან შემთხვევა დაფიქსირდება, მოგვაწვდიან ინფორმაციას”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
კომენტარები