შემთხვევა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმაში მოხდა. 39 წლის ქალმა ქალმა საკუთარ ეზოში, ხეზე თავი ჩამოიხრჩო.
ქალის ცხედარი საკუთარმა შვილმა იპოვა.
“გურიანიუსის” ცნობით, ბავშვმა საშველად მეზობლებს დაუძახა, თუმცა ქალი უკვე გარდაცვლილი იყო.
გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ამ თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ირკვევა, რომ უკანასკნელ წლებში გურიაში, კერძოდ, ჩოხატაურში თვითმკვლელობის ფაქტები გახშირდა. წელს, ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა ახალგაზრდა ადამიანი სიცოცხლეს ამ ფორმით ასრულებს.
კომენტარები