როგორც „გურიის მოამბისათვის“ გახდა ცნობილი, სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ღამით, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულები, ფეხით გადაადგილდებოდნენ.
პოლიციამ, ლაშა დ.-ს პირადი ჩხრეკისას, გადაჭრილი სანადირო ორლულიანი თოფი, ე.წ. „აბრეზი“ 2 ვაზნით, ხოლო დავით ლ-ს პირადი ჩხრეკისას – გადაჭრილი სანადირო ერთლულიანი თოფი, ე.წ. „აბრეზი“ 1 ვაზნით ნივთმტკიცებად ამოიღო.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ლაშა დ. და 1992 წელს დაბადებული დავით ლ. ქურდული სამყაროს წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით)“. – აცხადებენ უწყებაში.
წყარო: გურიის მოამბე