ესპანეთის ქალაქ პამპლონაში ბატუტზე ხტომაში ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველი სპორტსმენები – ცოტნე ჩხაიძე და ლუკა ლომთათიძე, სინქრონულ ხტომაში ტურნირის ოქროს პრიზიორები გახდნენ.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ტურნირი რვა – ექვსი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს – მედლით დაასრულა.
ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა ელენე კირთაძისა და მარიამ გაბრიაძის წყვილი, ასევე ოქროს მედლები აიღო ანანო აფაქიძისა და მარიამ რაგიმოვის წყვილმაც.
კომენტარები
