ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში თათბირი 13:30 საათზე დაინიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას ძმები ყარამანიშვილებიც დაესწრებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ავრცელებს.
სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ თათბირზე გახდება ცნობილი, ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ნიკა გვარამია.
ტელეკომპანიაში უკვე მოვიდნენ მაია ასათიანი, დიანა ჯოჯუა, „რუსთავი 2“-ის იურისტი თამთა მურადაშვილი და ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ზაალ უდუმაშვილი დღეს 21:00-საათიანი „კურიერის“ დასრულების შემდეგ, მაყურებელს დაემშვიდობება.
კომენტარები