გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მსუბუქ ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში, დიდი სისწრაფით მართავდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო.
კომენტარები