„მაესტრო” „იმედის” შენობაში გადავიდა. როგორც infotime-ს სანდო წყარომ აცნობა, „მაესტროს” საინფორმაციო ფორმატი იცვლება, თუმცა, დარჩება თუ არა ტელეკომპანიას სახელი, მისთვის უცნობია.
მისივე თქმით, „მაესტროს” თბილისის ბიუროს ჟურნალისტები ტელეკომპანია „იმედში” გადაიყვანეს, ხოლო დაუზუსტებელი ინფორმაციით, რეგიონალური ჟურნალისტები სამსახურიდან დაითხოვეს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე ყველასთვის ცნობილი ია თინიკაშვილიც. როგორც წყარომ ჩვენთან საუბარში განაცხადა, „იმედის” შენობაში პორტირებულმა „მაესტროს” ჟურნალისტებმა შესაძლებელია „იმედი ნიუსზე” გააგრძელონ მუშაობა. მისივე თქმით, ასევე შესაძლებელია, ორშაბათიდან „მაესტროს” ჟურნალისტებს „იმედის” მიკროფონები დააჭერინონ ხელში.
კომენტარები