ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში განუცხადეს, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ ზუსტად ორი წლის წინ, 2015 წლის 13-14 ივნისს, წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც 19 ადამიანი გარდაიცვალა. დიდი მეწყრული სხეულიდან აღმოსავლეთით, 200 მეტრში, გააქტიურდა წარმოქმნილი ძველი მეწყრული სხეული, რის გამოც დაიკეტა წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზა. მეწყრის შედეგად, დაზიანდა მაგისტრალური გაზსადენის ადგილობრივი მონაკვეთი.
კომენტარები