გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“მე არ მინდა ქართულ პოლიციას ერქვას “ძაღლობა” და აღიქვამდნენ როგორც “ძაღლებს”. ამისთვის საჭიროა, პოლიცია იყოს სანიმუშო თავისი ქცევით, ოპერატიულობით, სამართლიანობითა და სისუფთავით. რც მოხდა, ყველამ იცის, აღარ გავიმეორებ ისტორიას. ამ ნაჯალათარ საზოგადოებაში სავსებით ლოგიკურია რა შთაბეჭდილებაც დარჩა: კლიპზე გაბრაზებულმა პოლიციელებმა სცადეს შებღალული “მუნდირის დაცვა”(სხვაგვარად ვერ ახსნი ამ რეპერების დაჭერას საეჭვო დროსა და გარემოებაში) “პოლიციის მუნდირი” უნდა დაიცვან არა ვიღაც, თუნდაც კაიფარიკი რეპერების დაჭერით, არამედ შსს-დან კომუნო-ეძიკისტურ-მიშისტურ- ჯალათური ელემენტების გაფერთხვით. სწორედ ამ ყალიბებში ჩამოსხმული ტვინისა და კრეატივის დონეს მოაფიქრდებოდა ეს ბრიყვული გეგმა. რაღაც სულელური ლეგენდაა, თითქოს ამ, “გრაჟდანებში” ჩაცმულ და ქამარშიპისტოლეტგაყრილ უზრდელ რემბოებს შემცვლელი არ ეყოლებათ და მათ გარეშე კრიმინალი გაიჯეჯილებს. უამრავი ნიჭიერი და პატრიტი ახალგაზრდაა, ვისაც სხვა მასზე ქვემდგომად არ მიაჩნია და, ვისთვისაც “მუნდირის დაცვად” ვენდეტები კი არა, კეთილსინდისიერი მუშაობა და პროფესიონალიზმი მიაჩნიათ. მშვენიერი დრო და საბაბია შსს-ში ახალი კადრების მისასვლელად, ამას უნდა მხოლოდ ნება…და როცა მთელი საქართველო დაინახავს, რომ შიდა წმენდებით შსს სათანადოდ იცავს მუნდირის ღირსებას, მაშინ ამ მუნდირს მთელი საზოგადოება გაუფრთხილდება და მას ვერანაირი მაიმუნობა კლიპები ჩირქს ვერ შესცხებს. დღეს ჩირქის კერა სამინისტროში ჩარჩენილი სულით ჯალათი “ძაღლები” არიან.”