ლაგოდეხის მთებში ნაპოვნი მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, ექვსი თვის წინ გაუჩინარებული სამი მონადირიდან ერთ-ერთია, მაშველებმა ჩამოასვენეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარს, იდენტიფიკაციის დადგენის მიზნით, ექსპერტიზა უტარდება.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ცნობისთვის: სოფლიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მწყემსმა ცხედართან ერთად, იარაღი და ზურგჩანთაც ნახა, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ ნივთები შესაძლოა გასული წლის დეკემბრის ბოლოს ლაგოდეხის მთებიდან გაუჩინარებულ ახალგაზრდებს ეკუთვნოდეს.
სამი მამაკაცი მთაში სანადიროდ ახალი წლის წინა დღეებში წავიდა, თუმცა მათ კვალს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.
კომენტარები