გორის მუნიციპალიტეტში უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის მიმართულებით უხვი ნალექის გამო საავტომობილო გზა ჩაინგრა, რის შედეგადაც ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეფერხდა.
უფლისციხის ციხე-ქალაქის დასათვალიერებლად ჩასულ ვიზიტორებს, გარკვეული მანძილის გავლა ფეხით უხდებოდათ.
გორის მუნიციპალიტეტების გამგეობამ მუზეუმის ხელმძღვანელობასთან და გზების დეპატრამენტთან ერთად, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო. შესაბამისად, ამ დროისთვის მოწყობილია დროებითი გადასასვლელი და ტრანსპორტის გადაადგილება აღდგა, თუმცა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ჩასატარებელია კაპიტალური სამუშაოები, რის თაობაზეც მოგვიანებით ტენდერი გამოცხადდება.
კომენტარები