მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“ამ რუსთავი 2-ში რა ხდება არავინ იცის ? მეპატრონეებმა განცხადება გაავრცელეს და გვარამია პასუხს არ სცემს. ასეთი სტატუს ქუო დიდხანს უნდა გაგრძელდეს ?
ჩემს აზრს მაინც ვიტყვი, რომც შემაჩვენოთ. გენერალური მენეჯერი რაც უნდა ძლიერი მებრძოლი იყოს, კრეატიული ან იურისპრუდენციის მცოდნე, თუ ფინანსები ვერ დაალაგა ე.ი. ცუდი მენეჯერია. კომპანიის ფინანსურ წარუმატებლობაზეც მთელი პასუხისმგებლობა მასზეა და არა მფლობელზე. ეს არის აქსიომა. ნებისმიერი ფირმის მეპატრონე ამ გათვლით ნიშნავს გენერალურ მენეჯერს. მან, უპირველეს ყოვლისა უნდა უზრუნველჰყოს კომპანიის ფინანსური წარმატება. თუ კომპანია, ტელევიზია ამ შემთხვევაში, ფინანსურად წარუმატებელი იქნება, ის ვერც შესაბამისი ხარისხის კონტენტს შექმნის და ვერც თანამშრომლებს შეინარჩუნებს.
ვინც ფიქრობს, რომ ტელევიზია მხოლოდ ინსტრუმენტია პოლიტიკოსების ხელში, მწარედ ცდება. ის ჯერ ბიზნესია. ისე, პოლიტიკაც ბიზნესია, სხვათა შორის.”–წერს გამყრელიძე.