სიდნეიში, პლაჟზე სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი პლაჟ ბონდიზე მოხდა, სადაც ებრაულ დღესასწაულს – ხანუკას აღნიშნავდნენ.
თვითმხილველები ამბობენ, რომ სულ მცირე 50 გასროლის ხმა გაიგონეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ცეცხლი ორმა კაცმა გახსნა. პოლიციას დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია, თუმცა რამდენიმე მედიასაშუალება სულ მცირე 10 დაღუპულის შესახებ წერს.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 2 ეჭვმიტანილი.
კომენტარები
