ცოტა ხანში ნახავთ, რომ BBC-ის ვუჩივი იმისთვის, რომ სიტყვები ჩამიდეს, პირდაპირი მნიშვნელობით, სიტყვები ჩამიდეს პირში, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„მათქმევინეს ის, რაც არასდროს მითქვამს. მგონი, ხელოვნური ინტელექტი ან რაღაც მსგავსი გამოიყენეს. ასე რომ, ამ სარჩელს შევიტანთ. ბევრი ადამიანი მეკითხებოდა, როდის შეიტან ამ სარჩელსო. თვითონ მედიასაც კი არ სჯერა ამის. მათ მართლაც საშინელი სიტყვები ჩამიდეს პირში. ხოლო ის ლამაზი სიტყვები, რაც მე ვთქვი – ლამაზი სიტყვები პატრიოტიზმზე და ყველა იმ კარგ საკითხზე, რაზეც ვისაუბრე – ეს ყველაფერი არ გააშუქეს. სამაგიეროდ, ჩამიდეს საშინელი სიტყვები; ფაქტობრივად, მათ მალაპარაკეს სიტყვებით, რომლებიც მე არასდროს მითქვამს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ის ცილისწამების სარჩელს შეიტანს „სავარაუდოდ შუადღისას ან ხვალ საღამოს“.
