საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის სტამბოლის პროვინციულ დირექტორატს ეწვია და ადგილზე გაეცნო დანაყოფის მუშაობას, საქმიანობის სფეროებსა და სპეციფიკას.
გელა გელაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მასპინძელ მხარეს გულთბილი მიღებისა და გაზიარებული ინფორმაციისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეთა საერთო ძალისხმევით, ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიურად წარიმართება.







კომენტარები

