ლატვიამ რუსეთის საზღვარზე 280-კილომეტრიანი ღობის მშენებლობა დაასრულა. მედიის ცნობით, მშენებლობა რამდენიმე წელი გაგრძელდა და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ინფრასტრუქტურულ პროექტად იქცა.
მათივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 166 მილიონი ევრო იყო და მშენებლობაში ექვსი კონტრაქტორი მონაწილეობდა.
როგორც ცნობილია, მომავალ წელს კიდევ 20 მილიონი ევრო ჩაიდება საპატრულო ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური კონტროლის აღჭურვილობის განვითარებაში.
ამ სამუშაოების დასრულება 2026 წლის ბოლომდეა მოსალოდნელი.
ცნობისთვის, ლატვიამ ბელარუსთან საზღვარზე თითქმის 145 კილომეტრიანი ღობის მშენებლობა 2024 წლის ზაფხულზე დაასრულა.
კომენტარები

