პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის დაწყებასთან დაკავშირებით დღეს საღამოს საგანგებო შტაბის სხდომა ჩატარდება. თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი დაიხარჯება.
“დღეს ღამე ვიწყებთ პეკინის ქუჩის რეაბილიტაცას. ათ საათზე კიდევ ერთხელ ჩატარდება საგანგებო შტაბის სხდომა, სადაც საკოორდინაციო საკითხებს განვიხილავთ. დღეს ღამით დაიკეტება პეკინის ქუჩის ნაწილი, ცალმხრივი მოძრაობა შენარჩნებული იქნება და პარალელურად გაგრძელდება სამუშაოები. ჩვენ ასევე ვიმუშავებთ საპატრულო პოლიციასთან და დავარეგულირებთ მოძრაობას. ჯამში დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 მლნ ლარი დაიხარჯება გზის რეაბილიტაციისთვის. რაც შეეხება მიწისქვეშა კომუნიკაციებს, მას კომპანიები საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფენ“ – განაცხადა ნარმანიამ.