მეუფე სპირიდონი ამბობს, რომ სკოლებში გარყვნილების პროპაგანდა ხდება. სხალთის მთავარეპისკოპოსი საქართველოს საშინელ სასჯელს იმ შემთხვევაში უწინასწარმეტყველებს თუ სკოლებში სექსოლოგიის გაკვეთილების სწავლა დაიწყება.
განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ეპისკოპოსის ბრალდებებს არ პასუხობს.
სხალთის მთავარეპისკოპოსმა ეკლესიაში შეკრებილ მრევლს სკანდალურ ქადაგებაში სიტყვა გენდერის მნიშვნელობაც აუხსნა. გენდერული თანასწორობა მეუფე სპირიდონმა სატანურ კანონს შეადარა. ქადაგების ბოლოს სხალტის მთავარეპისკოპოსმა ქვეყანაში გარყვნილების მთავარ შემომტანად ევროპა დაასახელა.
კომენტარები