ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა, რომ კონსტიტუციურ მონაქრიას ქვეყანაში მშვიდობა შეაქვს. მისივე თქმით, საქართველოში ამაზე საუბარი ადრეა, თუმცა წარსულის გამოცდილებიდან ეს მმართველობა უნდა გავაანალიზოთ.
“დღეს ხშირი შემთხვევაა, როცა მართლმადიდებლობას აკრიტიკებენ, მაგრამ მე დარწუნებული ვარ, რომ ისევ მართლმადიდებლობა გადაარჩენს კაცობრიობას. მართლმადიდებლობა ყველაფერს გააკეთებს, რათა სიკეთე და სიყვარული სუფევდეს მსოფლიოში .
საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნება გვეფიქრა ჩვენ იმაზე, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია, ღვთის წყალობით მეფე მართავდა და დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება მეფეს, მაგრამ არ მართავს, ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში.
ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ წარსული და მომავალი. მე იმედი მაქვს ქართველი ადამიანი გამონახვს გზებს მშვიდობისკენ და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მშვიდობა და სიყვარული სუფევდეს მსოფლიოში.
დღეს ხშირი შემთხვევაა, როცა აკრიტიკებენ ეკლესიას, არ უნდა შეგვეშინდეს ამის გამო, უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია არის ნავთსაყუდელი, ეკლესია არის ის ძალა, რომელიც ბოროტებას სიკეთით აქცევს. ღემრთმა დაგლოცოთ გაგახაროთ და გაგაძლიეროთ”,-ბრძანა პატრიარქმა.