ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელი“ წევრები წლიური ხარჯების კანონპროექტში „დემოკრატიის ეროვნული ფონდისთვის“ დაფინანსების გამოყოფას ეწინააღმდეგებიან.
კონგრესმენ ტომას მასის თქმით, მან უკვე შეიტანა შესწორების პროექტი, რომელიც ამ მემარცხენე ორგანიზაციის დაფინანსების გაუქმებას ითვალისწინებს.
NED-სთვის 315 მილიონი დოლარის გამოყოფას ეწინააღმდეგება წარმომადგენელთა პალატის კიდევ ერთი „რესპუბლიკელი“ წევრი ანა პაულინა ლუნაც. იგი NED-ის დაფინანსებას აბსურდულს უწოდებს.
კომენტარები

