ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები პატრიარქს შეხვდებიან.
„რამდენიმე წუთის წინ დაგვირეკეს საპატრიარქოდან, რომ 21 ივნისს პატრიარქი მიგვიღებს. რა თქმა უნდა, თანახმა ვართ, რომ უწმინდესს შევხვდეთ. შეხვედრაზე ოჯახის წევრები ვიქნებით – მე, მამა გიორგის მეუღლე და მშობლები.
როგორც ადრე ვამბობდი, შევეცდებით, პატრიარქი მამა გიორგის უდანაშაულობაში დავარწმუნოთ და ასევე, გვაინტერესებს თავად უწმინდესის პოზიცია მამა გიორგისთან დაკავშირებით“ – განუცხადა საზოგადოებრივს თორნიკე მამალაძემ.
კომენტარები