პენტაგონმა მინესოტაში 1500 სამხედროს გადასროლის მომზადების ბრძანება გასცა, მზადყოფნის რეჟიმზე უკვე გადაიყვანეს ალასკას შტატში განლაგებული ორი ბატალიონი. ინფორმაციას “ვაშინგტონ პოსტი ავრცელებს”. პარალელურად, შტატის ქალაქებში საიმიგრაციო სამსახური ანტისაიმიგრაციო რეიდებს ატარებს.
გრძელდება დემონსტრაციებიც, მოქალაქეები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც 7 იანვარს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის აგენტმა ავტომობილში მყოფ ქალს ცეცხლი გაუხსნა და მოკლა.
დემონსტრანტები საქმეზე გამოძიების ჩატარებას და საიმიგრაციო სამსახურის რეიდების შეჩერებას ითხოვენ. მიმდინარეობს შეტაკებებიც. ძალოვნები პროტესტის დასაშლელად პნევმატიკურ იარაღს, რეზინის ტყვიებს, ხელკეტებს და წიწაკის სპრეის იყენებენ. დაკავებულია ათობით მოქალაქე, ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
საკითხს ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აქციაზე გასული ადამიანების ნაწილი პროფესიონალი აგიტატორი და ანარქისტია.
