15 ივნისს დილით, ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე მოსულმა უხვმა ნალექმა და გრიგალმა ოდა-სახლი და საბავშვო არქეოლოგიის ტერიტორია დააზიანა.
დანგრეულია ოდა -სახლი, რომელიც უნდა დაიშალოს და სხვა ადგილას იქნას გადატანილი. დაზიანდა საბავშვო არქეოლოგიისთვის განკუთვნილი ტერიტორია, და მუზეუმის ღობე, ნაწილობრივ მოშლილია სახურავი.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები უახლოეს დღეებში ადგილზე გაემგზავრებიან ვითარების შესასწავლად, რათა დაიგეგმოს თუ რა ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოებია მომავალში ჩასატარებელი.
კომენტარები