აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებით, თუ უკრაინა ამ ზამთარს გადაიტანს, უპირატესობა მის და არა რუსეთის მხარეს იქნება.
„მესმის, რომ ეს მძიმე ზამთარია. მესმის, რა ხდება კიევში, ვიცი, თუ როგორი [დაბალი] ტემპერატურაა. მაგრამ გულწრფელად მჯერა: თუ უკრაინა ამ ზამთარს – იანვარს, თებერვალს – გადაიტანს, და ჩვენ მივალთ მარტამდე, აპრილამდე, უპირატესობა თქვენს და არა რუსეთის მხარეს იქნება“, – განაცხადა კელოგმა.
კომენტარები
