ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში – ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე გოგონას დაეჯახა.
დაშავებული, მძიმე მდგომარეობით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 30 წლამდე ქალბატონი გზის სავალი ნაწილის გადაკვეთას ცდილობდა. შემთხვევის ადგილზე ე.წ ზებრა გადასასვლელი არ არის.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიები 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. შემთხვევის შემდეგ ავტომობილის მძღოლს ტერიტორია არ დაუტოვებია.
კომენტარები