“ყაზტრანსგაზ-თბილისის” აბონენტების ნაწილს დღეს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.
კომპანიის ინფორმაციით, 21 ივნისს, 19:00 საათიდან, გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა ვაკის რაიონში, ბაგებში – წყნეთის გზატკეცილის სამხრეთით მდებარე შპს „მეტრა დეველოპმენტის“ და შპს MG Capital – ის საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე – ლორთქიფანიძის, საკანდელიძის ქუჩებისა და წყნეთის გზატკეცილი №49 -ში მდებარე შპს „ნირან დეველოპმენტის“ საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას.
გაზის მიწოდება აღდგება ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.
”მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის”, -აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.