ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი სახის ვიზიტით სტუმრად იმყოფებოდნენ საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი, ბატონი ოლივიე კურტო და თავდაცვის ატაშეს მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი რონან ასკოეტი.
სტუმრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა იმედა გვრიტიშვილმა უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და საფრანგეთის სამხედრო აკადემიას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე, ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და უახლოეს პერიოდში დაგეგმილ გაცვლით პროგრამებზე.
აგრეთვე, განიხილეს ორი ქვეყნის სამხედრო სასწავლებლებს შორის ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების მნიშვნელობა.
აღსანიშნავია, რომ ორმხრივი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ამჟამად ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფება საფრანგეთის სამხედრო აკადემიის ოთხი კადეტი, ხოლო საფრანგეთის სამხედრო აკადემიის საველე სწავლებებში დაგეგმილია საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ოთხი იუნკერის/მსმენელის მონაწილეობა.
ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა, ბატონმა ოლივიე კურტომ, აკადემიის მეთაურის პირველ მოადგილესთან ერთად დაათვალიერა აკადემიის სამხედრო-საგამოფენო სივრცე.
ვიზიტის ბოლოს მეთაურის პირველმა მოადგილემ ელჩს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
თავდაცვის აკადემიას საფრანგეთის ელჩი და თავდაცვის ატაშეს მოადგილე ეწვია
04.02.2026 14:06:47
კომენტარები
ნანახია: 6 ჯერ
