სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს პირველი ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტების მიღებაზე შეფერხება არ ექნებათ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ განაცხადა.
„პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველები მიიღებენ პირველ პარტია მედიკამენტებს, ბუნებრივია ამას შესაბამისი პროცედურები სჭირდება. აუცილებელია, რეცეპტის მიღება ოჯახის ექიმისგან. შესაბამისი სატენდერო პროცედურები უკვე მიმდინარეობს. 24 პოზიციიდან უკვე შერჩეულია 13 კომპანია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური. მთავარი მაინც გახლავთ ის, რომ ტენდერში გამარჯვებული ყველა კომპანია აკმაყოფილებს ყველაზე მნიშვნელოვან პირობას, მედიკამენტები იქნება ხარისხიანი, ევროპული ხარისხის მატარებელი ნიშნით”, –აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე.